ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – 1951 წელს დაბადებულ ლ.ჭ.-ს, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

დაკავებული ჩადენილს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი იწყება
შემდეგი სტატიათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება