ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან, სადაც მღვდელმთავრები პარაკლისს გადაიხდიან.

დღესვე, მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის.

„მის უწმინდესობას არა ერთხელ უთქვამს, რომ პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, მოზარდისთვის საჭიროა გარემო, რომელიც უნდა შექმნას ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორი უძვირფასესი ხატი, ივერიის ხატად წოდებული და აწყურის ხატი დაიწყებს მსვლელობას 13:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, ვარდების მოედნიდან და მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც საზეიმო პარაკლისი გადაიხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

მოქალაქეთა შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერის თეატრისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს