ოჯახი ავღანეთიდან აშშ-ში დააკავეს იმის მიუხედავად, რომ მათ ვიზა ჰქონდათ

ლტოლვილთა დახმარების საერთაშორისო პროექტის იურისტებმა პეტიცია მოამზადეს გაანთავისუფლონ ავღანური ოჯახის ხუთი წევრი, რომლებიც, იმის მიუხედავად, რომ ვიზა ჰქონდათ, აშშ-ში დააკავეს. ოჯახი ლოს-ანჯელესში ჩაფრენისთანავე აეროპორტში დააკავეს. მათ სპეციალური საიმიგრაციო ვიზები ჰქონდათ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ს არმიისთვის საშიში სამუშაოს შესრულებისას ეძლევათ.
იტყობინებიან, რომ მამაკაცი კალიფორნიის სპეციალურ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოათავსეს, მისი მეუღლე და შვილები კი ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სასტუმროში არიან. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა.
ავღანეთი შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, დროებით აეკრძალათ აშშ-ს ვიზების მიღება.
აღნიშნული განკარგულება აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა, თუმცა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანაში შემსვლელებზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
შემდეგი სტატიაერდორანი: გერმანია, შენ დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ გაქვს