ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს-ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია 112-ის ეთერში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ გაავრცელა. პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დავით საყვარელიძის გათავისუფლების ბრძანებაც გამოქვეყნდა.
მიზეზად რეორგანიზაცია და უკრაინის რადის დეპუტატთა კოლექტიური წერილი სახელდება, რომელიც საყვარელიძის გათავისუფლებას არამარტო დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პროკურატურის ორგანოებიდან მოითხოვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენპროკურატურაში არა ერთი წერილი შევიდა საყვარელიძის მიერ ორი თანამდებობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.
dok

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ 2004 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატიადღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება