ოდესის გუბერნატორის მიმართვა პოროშენკოს ბლოკს

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

poroshenko-saakashviliოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს ბლოკს მიმართავს და მას სთხოვს კოალიციის დატოვებას.
“გუშინ მოხდა ის, რაც აუცილებლად ხდება, თუკი რევოლუციის შემდეგ რევოლუციური რეფორმები არ ტარდება – ძველი რეჟიმის რესტავრაცია. ჩემი აზრით, გუშინ ქვეყანაში ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა. ზუსტად ისე, როგორც ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მთავრობაში მოვიდა იანუკოვიჩი, გუშინ ახმეტოვმა და სხვა ოლიგარქებმა მთავრობის დატოვებით ისევ ჩაიგდეს ხელში სიტუაციის კონტროლი.
კოალიციიდან “Батькивщина” გავიდა, იგივეს აპირებს “Самопомощь”-ი, ამ მდგომარეობაში პეტრე პოროშენკოს ბლოკის კოალიციაში ყოფნა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება. ეს ყველა ვარიანტში იმის ნიშანი იქნება, რომ ფრაქციის წევრებიც კი, რომლებმაც მთავრობის გადადგომას უყარეს კენჭი კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, გუშინდელ ოლიგარქიულ გადატრიალებაზე ფორმალურ პასუხისმგებლობას იღებენ” – წერს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და თურქეთის პრემიერები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე – გოგი ჩემი მეგობარია, დავით ბერძენიშვილის განცხადება, არასწორი გამონათქვამია