ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტრავმატული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია “მეშვიდე არხის” ერთი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი ქალაქში Honda-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. უცნობმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ოდესაში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაოპოზცია ბელორუსში “ღამის მგლების” აკრძალვას ითხოვს