ოდესაში სააკაშვილის განთავისუფლება დააანონსეს

14591637_1307318799298498_6338731003288638335_nოდესის საინფორმაციო პორტალის ,,რუპორ ოდესი,,-ს ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ბრძანება უკვე დაწერილია და ის ძალაში 8 ოქტომბერს შევა…
წყარო, რომელსაც ოდესური გამოცემა ეყრდნობა, ირწმუნება რომ სააკაშვილს გაანთავისუფლებენ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დამთავრდება საქართველოში არჩევნები.
თავად მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც ხვალ 7 ოქტომბერს, ოდესაში სტუმრად უკრაინის პრეზიდენტს ელოდება, ამ თემასთან დაკავშირებით აცხადებს რომ ,,ოცნება საზიანო არაა,, და რომ ხვალ პეტრე პოროშენკოს თავის სამ ახალ მოადგილეს გააცნობს, რომლებიც კემბრიჯის, პრინსტონის და ლონდონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანის პარლამენტმა “ღირსების მკვლელობებზე” კანონი გაამკაცრა
შემდეგი სტატიაჯორჯ სოროსი: პუტინი კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებს ჩადის