ოდეის ტრასის მიმდინარე მშენებლობა, სააკაშვილის თქმით, მისი დამსახურებაა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა LIGA.net-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არ უნდოდა გუბერნატორის პოსტის დატოვება.
“თანამდებობიდან მხოლოდ მაშინ წავედი, როცა ყველა შესაძლებლობა, რაიმეს შეცვლაზე, ამოიწურა” – თქვა მან.
თავისი მუშაობის ყველაზე ეფექტურ შედეგად, სააკაშვილი ოდესის ტრასის რემონტის დაფინანსებას თვლის. “როგორც იქნა ოდესა-რენის გზისთვის ფული გამოვტყუე. ცხადია, რომ ქვეყნისთვის სრულად ეს მცირე პროექტია, მაგრამ ოდესის მცხოვრებლებს, შემიძლია თვალებში შევხედო და ვუთხრა, რომ ის, რომ ტრასა ამ წელს დასრულდება, ჩემი დამსახურებაა” – თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2016 წლის 7 ნოემბერს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: სტრასბურგის ინკოგნიტო მორიგე მოსამართლემ, მისდაუნებურდ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანა ძალთა განლაგებაში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, “რუსთავი 2”-ში მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს