სმკ-ს წევრობიდან პრემიერობამდე-გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია

(სმკ) წევრობიდან პრემიერობამდე-გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია

kvirikashviliპრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება. კვირიკაშვილის კანდიდატურას თავად პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მისი პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება, ამიტომ, ბევრს შესაძლებელია, არც ახსოვს გიორგი კვირიკაშვილის ბიოგრაფია დაბადების თარიღი და მისი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის (სმკ) წევრობა.

 

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, ,,მოქალაქეთა კავშირის,, სიით 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და სააკაშვილის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. როგორც ცნობილია, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების სიებს ,,მოქალაქეთა კავშირის,, მხრიდან ძირითადად იმდროინდელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჯვანია აკომპლექტებდენ, ყოველ შემთხვევაში ამ სიის ახალგაზრდული ფრთა, სრულად მათ მიერ არის დაკომპლექტებული. გაზეთ ,,რეზონანსისათვის,, 1999 წლის 17 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში, იმდროინდელი სარალამენტო უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობამ მისი რეკომენდაციით ,,მოქალაქეთა კავშირის,, განახლებულ სიებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, სადაც 70% ახალი სახეები არიან და რომ ეს სია იქნება მთავარი სიურპრიზი მომავალი არჩევნების სადაც არც ერთი კომუნისტი ფუნქციონერი და რაიკომის მდივანი არ მოხვდებოდა… ,, არც ერთი რაიკომის მდივანი თუ ცეკას მდივანი ჩვენს სიაში არ არის. „მოქალაქეთა“ სია სიურპრიზი იქნება, რასაც ამომრჩევლებს ვუმზადებთ. რამდენიმე გვარს დავასახელებ: ზურაბ ადეიშვილი, გია მეფარიშვილი, თამუნა ნინოშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი. ამ ხალხს, რაიკომის მდივნებს ვერაფრით უწოდებთ. მათ გარდა, ჩვენს სიაში ძველი თაობის ბევრი ღირსეული წარმომადგენელი შევიყვანეთ. მაგალითად, მიხეილ ნანეიშვილი,, აცხადებდა სააკაშვილი რეზონანსთან საუბრისას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილ-კვირიკაშვილის გზები მალევე გაიყო და კვირიკაშვილი ,,მოქალაქეთა კავშირიდან,, გამოყოფილ ,,ახალ მემარჯვენეებს,, შეუერთდა. პარლამენტარობის შემდეგ, 2004 წლიდან გიორგი კვირიკაშვილი კერძო სექტორში გადავიდა და ,,პირველი კომერციული ბანკის,, (ამჟამად ,,ტაოპრივატბანკი,,) – აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი გახდა, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე, ის ბიძინა ივანიშვილთან სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ – გენერალური დირექტორად მუშაობდა.
kvirikashvili-ojaxi

 

 

1967 წლის 20 ივლისი სამუშაო გამოცდილება 2015 წლის 1 სექტემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

2013 წლის 26 ივლისიდან – ვიცე-პრემიერი;

2012 წლის 25 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საბანკო/საფინანსო გამოცდილება 2012 წლის მარტი – 2012 ოქტომბერი – ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC” – საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი;

2006 წლის თებერვალი – 2011 წლის ოქტომბერი – სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკი“ – გენერალური დირექტორი;

2004-2006 – პირველი კომერციული ბანკი (ტაოპრივატბანკი) – აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი;

1998 – გაერთიანებული ქართული ბანკი – ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი, აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე;

1996-1997 – Trade Invest Bank – გენერალური დირექტორის მოადგილე;

1993-1996 – გაერთიანებული ქართული ბანკი – საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საწყისი პოზიცია – დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი). სპეციალიზირებული ტრენინგი სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაში 2005 აგვისტო – სექტემბერი – ValliWide Bank ფრენსო, კალიფორნია, აშშ. მთავრობა/დონორი ორგანიზაციების გამოცდილება 1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, WTO-ს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

1999 – სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე. პედაგოგიური გამოცდილება 2001-2002 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფაკულტეტი ბანკები და ფინანსები – კორპორატიული ფინანსები. განათლება 1998 – ილინოისის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ფინანსებში;

1995 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში;

1992 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში.

ენები ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა მეუღლე და ოთხი შვილი

 

banner
წინა სტატიაში,,დაეშ-მა,, საკუთარი 50 მეომარი დახოცა…
შემდეგი სტატიასიმღერა ,,გაზპრომზე,, რომელმაც რუსული ჟიური მოკლა… (VIDEO)