„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები კონკურენტებს გაურიგდნენ?

14256241_1192766560746843_503239271_n„თაიმერს“ პირდმა წყარომა სკანდლური ინფორმაცია მოაწოდეს, რომელიც შესაძლოა, ჭეშმარიტება სულაც არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკაში ყველაფრი მოსულა, ჩვენი წყაროს მოსაზრება სიმართლისგან, შეიძლება შორს სულაც არ იდგეს.

„ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, „ოცნების“ ზოგიერთმა ტიპმა მაჟორიტარობის კანდიდატობა „გაყიდა“, – უთხრა „თაიმერს“ წყარომ. ჩვენ დავინტერესდით, გაყიდვა რას ნიშნავს, რაც ინკოგნიტო რესპოდენტმა ასე ახსნა:

„რამდენიმე რაიონში, მაგალითად, იგივე მცხეთაში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები შეგუებულები არიან, რომ არჩევნებს წააგებენ. ამიტომ, თავიანთი შტაბის აქტივისტებთან უკვე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ 8 ოქტმბრის შემდეგ დახმარება არაფერზე სთხოვონ, რადგან პარლამენტში ისე კი არ შევლენ, როგორც მაჟორიტარები, არამედ, დეპუტატები პარტიული სიით გახდებიან.

ისე, თუ დააკვირდით, „ოცნების“ მაჟორიტარობის თითქმის ყველა კანდიდატი პროპროციულ სიის ბოლოსკენ არის ჩასმული, მაგრამ იგივე დიმიტრი ხუნდაძე ორმოცეულშია, არადა, თავის დროზე ეს ადამიანი ამბობდა, რომ სიაში ყოფნა საერთოდ არ უნდოდა და ახალ პარლამენტში კვლავ მაჟორიტარის სტატუსით შევიდოდა, თუმცა ბოლო წუთებში ყველფერი აირ-დაირია და ხუნდაძემ „ოცნების“ „ვერხუშკაში“ იმდენი „იჩალიჩა“, რომ გამსვლელ სიაში ჩაჯდა და ამით იმ ხალხის წინაშე, ვინც მას აქამდე ეხმარებოდა, ხელები დაიბანა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრი დროს ჩვენი წყარო, რომელიც ამასთან ერთად, არ გამორიცხავს, რომ 8 ოქტომბარმდე დიდი პოლიტიკური „პერეტრუბაციების“ მოწმენი გავხდეთ.

„ივანიშვილს ის განცხადება, რომ ჩოჩელს ბიზნესი „ნაციონალების“ დახმარებით არ აუწყვია, სწორედ ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას მაძლევს. უფრო მეტსაც გეტყვით, იგივე ხუნდაძე ხალხთან შეხვედრების დროს, ცეზარს სულ „ნაციონალების“ კაცს ეძახის, ბიძინა კი, სულ სხვა რამეს ამბობს, ანუ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ვთქვათ, ივანიშვილის სიტყვებს „ოცნების“ ცლკეულ წევრებისთვის ფასი აღარ აქვს და ისინი საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან. ბიძინას კი ეგეთი რაღაცები, თქვენც გაგებული გექნებათ, რომ მაგრად არ „ევასება“ და ვინც მის წინააღმდეგ წავა, ადრე თუ გვიან, კისერს მოუგრეხს,“ – აღნიშავს ჩვენი წყარო, რომელიც ამ კონტექსტში ყოფილი კოალიციის ერთ-ერთი ყოფილი წევრი პარტიის მაგალითს იხსენებს, რომელსაც ყოფილმა პრემიერმა სწორედ ის არ აპატია, რომ მისი დირექტივებიარ გაითვალისწინა და მაინც ისე მოიქცა, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ.

„ბუნებრივია, თავს ვერ დავდებ, რომ გარიგება, რომელზეც წეღან გითხარით, „იმენა“, ქაღალდზე გაფორმდა, მაგრამ იცით, რომ პოლიტიკურ პროცესებს გარედან ვაკვირდები და მე, პირადად, სწორედ ასეთი აზრი მიჩნდება, რომ მაჟორიტარული არჩევნები გყიდულია.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ სხვადასხვა რაიონში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებს დავალებასავით მისცეს, რომ მათმა ახლობლებმა, ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატებზე თუ არ იმშავებენ, ოპოზიციის კანდიდატებს მხარდაჭერა ღიად მაინც არ გამოუცხადონ. იმას არ ვამბობ, რომ მიშას რეჟიმის მაგალითი მეორდება, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ ახალ პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარების საშუალებით შექმნას, მაგრამ არ მგონია, ამ გეგმამ გაამართლოს, რადგან იგივე ხუნდაძის მაგალითზე, რომელსაც პარლამენტში სიით გასვლა გარანტირებული აქვს, მიჩნდება განცდა, რომ ზოგიერთი კანდიდტი მაინცდამაინც თავს არ მოიკლავს, რომ 8 ოქტმბერს გაიმარჯვოს. უფრო მეტიც, წაგებას უკვე შეგუებულია და, პრინციპში, საარჩევნო კამპანიასაც საყველპუროდ ატარებს,“ – ეუბნება „თაიმერს“ წყარო, რომელიც იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი პარტიული დისციპლინის არარსებობის ბრალია და „ოცნებას“ რეგიონებში და რაიონებში პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებისთვის უფრო მეტი დრო და ენერგია რომ დაეთმო, დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი იქნებოდა.

banner
წინა სტატიაში,,სტამბულს დიდი მიწისძვრა ემუქრება,,
შემდეგი სტატია„მიშა, სანდრას მაშინ რატომ არ გასცილდი, როცა…“