გიორგი გუგავა: ოცნების ხელისუფლების მსხვრევა კახეთიდან დაიწყება

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, მილიარდერის მთავრობამ კახელები ჯერ იყო და რთველის დროს გადააგდო, მუქთად ჩააბარებინა ყურძენი, რითაც გააღატაკა ეს მხარე, ახლა კი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ელექტროენერგიაზე გაუძვირა ტარიფი, რადგანაც ენერგეტიკის სამინისტრომ ის თანხები, რომლებიც უნდა წარმართულიყო ელექტროენერგიის სუბსიდირებისაკენ, გამოწერა პრემიების სახით.

“მინისტრ კალაძეს გადაწყვეტილი აქვს ხელოვნურად გააკოტროს კახეთის ენერგო-დისტრიბუცია და ხელში ჩაიგდოს ოფშორული კომპანიების მეშვეობით, რომელიც დარეგისტრირებულია უცხოეთში. მივმართავთ ხელისუფლებას, კეთილი ინებონ, აღადგინონ ძველებური დაფინანსება და შეუნარჩუნონ მოსახლეობას დაბალი ტარიფი დენზე, სხვა შემთხვევაში ოცნების ხელისუფლების მსხვრევა პირველად დაიწყება სწორედ კახეთიდან”. – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიC ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით, ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე ბრალს არ აღიარებს