„ოცნებაში“ პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს ეძებენ?

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

usufashvili„ოცნებაში“ პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს ეძებენ?

ხიდაშელ-უსუფაშვილის თავზე შავი ღრუბლები იკვრება

 

ინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ სახელისუფლებო კულუარებიდან მიაწოდეს, სკანდალურზე სკანდალურია, რადგან ამჯერად საქმე მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებას კი არა, საკანონმდებლოსაც, ანუ პარლამენტსაც ეხება. „თაიმერი“, ვიდრე ამ კულუარული ინფორმაციის გასაჯაროებას გადაწყვეტდა, ბუნებრივია, ვინმეს ბრალი ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში რომ არ დაედო, გადაწყვიტა, გადაემოწმებინა და რამდენიმე პოლიტიკოსს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე საჯარო ლაპარაკი შესთავაზა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ცივი უარი მივიღეთ. არადა, უკეთესი იქნებოდა, ამ თემაზე თავად უმრავლესობის წევრებს ელაპარაკათ, რადგან ჩვენი წყარო, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ გუნდათ დაახლოებულია, ოფიციალური პირი მაინც არ არის და სწორედ ამ მოტივით არ სურს საკუთარი გვარის გამჟღავნება.

„დანამდვილებით არ ვიცი, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტლება, ესეც „შუშის სასახლეში“ იქნა მიღებული თუ ურეკის რეზიდენციაში, მაგრამ ეჭვი არ მეპაებბა, რომ ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსშია,“ – ამბობს „თამერთან“ საუბრის დროს წყარო, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან მოულოდნელ პროგნოზსს აკეთებს და ირწმუნება, რომ მისი ნათქვამი დეკემბრის ბოლოს, მაქსიმუმ, იანვარში რეალობა გახდება.

„დიახ, დამერწმუნეთ, 2016 წლამდე არაერთი კარუსელის მოწმენი გავხდებით. ხოლო უახლოესი სამთავრობო კარუსელი, მაქსიმუმ, იანვარში დატრიალდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიანაც არ მინდა, რომ ეს კარუსელი პრემიერს შეეხოს, რადგან ამ ახალგაზრდა კაცს ადამიანურად პატივს ვცემ და მის პატიოსნებაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო ცვლილებები დაიგეგმა, ეს პრემიერსაც შეეხება, თუმცა ღარიბაშვლი ქართული პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება,“ – გამოთქვამს წყარო ვარაუდს, რომელიც პრემიერობას, კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს უწინასწარმეტყველებს.

„თაიმერის“ რეპლიკაზე, რომ გიორგი კვირიაკშვილის მთავრობის მეთაურად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კარგა ხანია, რაც მედიაში ტრიალებს, წყარო განმარტავს:

„დიახ, ამ კუთხით სიახლეს არაფერს გეუბნებით. მე, უბრალოდ, სამთავრობო ცვლილებების დრო დაგიკონკრეტეთ, რომელიც იანვარს არ გადასცდება!“

გარდა სამთავრობო ცვლილებებისა, ჩვენი წყარო ძალიან საინტერესო მოსაზრებასაც ავითარებს, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციების შესუსტებას ეხება.

„თუ მიაქციეთ ყურადღება, უმრავლეოსბის წევრები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ღიად გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, პრესაში „ანტირესპუბლიკურ“ განცხადებებს უკვე ღიად აკეთებენ. სწორედ ეს არის სიგნალი, რომ „ოცნებაში“ ხიდაშელ-უსუფაშვილის დრო მალე დამთავრდება,“ – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნტო რესპოდენტი, რომლის ნაამბობის მიხედვითაც, კოალიციის კულუარებში უკვე დაწყებულია პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელის ვინაობაზე მსჯელობა.

„შეიძლება, როცა ამ თემაზე მსჯელობენ, ვინმე ფიქრობს, რომ უსუფაშვული, ვთქვათ, მანანა კობახიძემ, ან ივანიშვილთან  დაახლოებულმა სხვა ტიპმა, მაგალითად, თამაზ მეჭიაურმა ჩაანაცვლოს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დროის ფუჭად კარგვაა და მეტი არაფერი. რასაც ახლა გეტყვით, ესეც, ალბათ, ფანტაზია გეგონებათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: მოვა დრო და კოალიციაში ყველაზე მყარად სოციალ-დემოკრატები იქნებიან. დიახ, რასაც ვაბობ, ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის,“ – ამბობს „თაიმერის“ დაშიფრული მოსაუბრე.

ჩვენი კითხვის საპასუხოდ, რომ კოალიციაში სოციალ-დემოკრატები არც ისე მძლავრად არიან წარმოდგენლები, წყარო ამბობს, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდს იხსენებს, როცა კოალიცია ყალიბდებოდა, ანუ მაშინ თურმე, არსებობდა ალბათობა, რომ ზემოთხსენებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც სათავეში შს ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი უდგას, ბიძინა ივანიშვლის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი საყრდენი გამხდარიყო, მაგრამ გარკვეული გაუგებრობების გამო, ეს კავშირი არ შედგა.

„თაიმერი“, რასაკვირველია, გადაჭრით ვერ იტყვის, რომ ჩვენი წყაროს ინფორმაციები გამართლდება, მაგრამ ის, რომ „რესპუბლიკელების“ თავზე „ოცნებაში“ შავი ღრუბლები იკრიბება, ყველაფრიდან ჩანს.

ავიღოთ, თუნდაც, ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილე წევრებთან, სოსო ჯაჭვლიანი მივიდა. ვიცე-პემიერმა კახა კალაძემაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ აქციის ორგანიზატორებს დაელაპარაკოს.

მოგეხსენებათ, ამ აქციის მთავარი მოთხოვნა ორი „რესპუბლიკელი“ მინისტრის – გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილისა და თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის პასუხისგებლობის საკითხის დაყენებაა. იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ რაღაც ფორმით აღიარებს, რომ საგარეჯოში, არჩევნებზე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს თავისთავად ცხადია, „რესპუბლიკელებისთვის“ სიგნალი იქნება. აი, ამის მერე კი რას გააკეთებენ „რესპები“, მართლა, ძნელი სათქემლია, რადგან თუ გავიხსენებთ, თავის დროზე ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერიც იყო, თუმცა როგორც მაშინ ითქვა, რევოლუციონერებს იმიტომ განუდგა, რომ გარკვეული უთანხმოება თანადებობებზე მოხდა, თუმცა ამ ხმებს თავად „რესპები“ არასოდეს არ ადასტურებდნენ.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლებელია თურქეთში ფრენები მოხსნას
შემდეგი სტატია,,რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული”