„ოცნებამ“ სამეგრელოში „ნაციონალების“ შეხვედრების ჩაშლის გეგმა შეიმუშავა?

untitled-5„თაიმერს“ სამეგრელოდან ექსკლუზიური ინფორმაცია მოაწოდეს. მართალია, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ ვინაიდან წყარო სანდოა, ჩვენ მისი სააშკარაოზე გამოტანა გადავწყვიტეთ.
მოგეხსენებათ, ამ დღეებში, „იმედის“ და „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმის – „ჰეროკრატია“ ჩვენება უნდა დაიწყოს. ფილმს, არსებული ინფორმაციით, საფუძვლად რეალური, ანუ ის ამბები უდევს, რაც 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა.
ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული არაოფიციალური ცნობით, სახელისუფლებო გუნდში ასეთი გეგმა შემუშავდა: მას შემდეგ, რაც ხაინდრავას ფილმის პირველი სერია ეთერში გავა, სამეგრელოში „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრების მასობრივი ჩაშლა დაიწყება.
„ამისთვის, „ქართული ოცნება“ სამეგრელოში ადამიანებს ეძებს. ვიცი ისიც, რომ ყველა სოფელში  კოორდინატორებს ასეთი ერთი ადამიანის პოვნა  დაევალათ . ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობით დაკავდებიან, გასამრჯელოს მიიღებენ,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ და დასძინა, რომ ანალოგიური გეგმა უკვე ამუშავდა წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებში.
ამასთან, „თაიმერს“ ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის ოჯახში „ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ და მისი შვილი, რომელიც სპორტსმენია, შესთავაზეს, რომ „ნაცების“შეხვედრების ჩამშლელად დაეწყო მუშაობა.
„თუ ჩემი შვილი ამაზე დასთანხმდებოდა, მასვე დაევალებოდა „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბების შეღებვა, თან ის ტექსტიც უთხრეს, რაც „ნაცების“ შეხვედრის დროს უნდა ეყვირა,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, ამ „ოპერაციას“ სამეგრელოს-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს, რომელმაც დახმარება სამხარეოს პოლიციას და უშიშრობას სთხოვა.
ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივი უშიშროების თანამშრომლები ღამ-ღამობით წალენჯიხის რაიონს სტუმრობენ და ხალხს „ავერბოვკებენ“, ანუ უხსენებენ, წინა ხელისუფლების დროს ვინ რას აკეთებდა. ამის დამადასტურებელ ფაქტებს ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ.
ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორომაცია შეიძლება, არარეალურია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ნაციონალებთან“ დაკავშირებით სოფელ ჯიხაშკარში ინციდენტი უკვე მოხდა, რომლის კომენტირებისას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ცენტრალური შტაბის უფროსმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ მომხდარი არ გაჰკვირვებია და მომავალში მსგავსი ინციდენტების განმეორებასაც არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაცია არ და ვერ იქნება მიბმული არჩევნებზე
შემდეგი სტატია“ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა”