ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას მემორიალი გაიხსნა

ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა. გასულ ორშაბათს მის მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში ფეხბურთელის საფლავზე შეიკრიბნენ სპორტსმენები, ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, აგრეთვე ვიტალის დედა, მეუღლე, შვილები და ახლო ნათესავები.
აღსანიშნავია, რომ ვიტალი დარასელიას მემორიალს წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომელიც დააფინანსა მოსკოვის აფხაზურმა დიასპორამ.
ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა მერაბ კვეკვესკირმა რეკოსნტრუირებული მემორიალის გახსნაზე განაცხადა, რომ ვიტალი დარასელიამ, რომელიც “აფხაზეთის წარმომადგენელი იყო, ქართულ ფეხბურთურთს დიდება მოუტანა”.

banner
წინა სტატიაშისოხუმის მარიონეტული რეჟიმი უკმაყოფილოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა