ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

obamaაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სახალხოდ არ დაუჭერს პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს მხარს, სანამ დემოკრატიული პარტია არ გადაწყვეტს თუ ვინ წარადგენს მას საპრეზიდენტო არჩევნებში.
ჯერჯერობით საზოგადოებრივი გამოკითხვებით ჰილარი კლინტონი ლიდერობს.
ვერმონტის შტატის სენატორი-დემოკრატი ბერნი სანდერსიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკელებში.
დემოკრატების კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი ბალტიმორის მერია, მერილიანის შტატის ექს-გუბერნატორი- მარტინ ო’მელი.
ობამას ადმინისტრაციის მეთაურმა დენის მაკდონოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მხარი არავის დაუჭიროს, არაფრით განსხვავდება სხვა წინასაარჩევნო კამპანიებისგან.
ორივე პარტიაში, დემოკრატებშიც და რესპუბლიკელებშიც საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალური წარდგენა თებერვალში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა თბილისის მერს დედაქალაქში პროექტების მიმდინარეობის ტემპების დაჩქარება სთხოვა
შემდეგი სტატიაკიოლნში თავდასხმების რაოდენობა 500-მდე გაიზარდა