ობამას ,,ანდერძი,,

15064102_676348942525296_159671821_oაშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილა.
პრეზიდენტ ობამას აზრით, რომელიც მან პრეზიდენტის რანგში ევროპაში ბოლო ვიზიტამდე გამოთქვა… ,,მსოფლიოს – უხეში, გამოქვაბულის დონის ნაციონალიზმის აღზევება ელოდება,,
,,ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ ტომობრივ აზროვნებას, რომელიც ,,ჩვენ,, და ,,ისინის,, კონცეფციის ირგვლივ არის აგებული,, აცხადებს ობამა.
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ამერიკელების ცვლილებისკენ ლტოლვის შედეგი უწოდა…
,,მძიმე დროში, ადამიანები რაღაცას ეძებდნენ იქნება და ისინი ცვლილებებს აირჩევენ… მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ იქნებიან რას მოუტანთ მათ ეს ცვლილება,, აღნიშნა ობამამ.
,,გაკვეთილი, რომელიც მე ამ ყველაფრიდან გამოვიტანე – ჩვენ უნდა მოვსპოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა, ეკონომიკური დისბალანსი, ადამიანების შიში იმის წინაშე, რომ მათი შვილები უარესად იცხოვრებენ. ჩვენ კმაყოფილი უნდა გავხადოთ ის ადამიანები, რომლებიც დაშინებულები, გაბრაზებულები და დადარდიანებულები არიან… ეს იქნებაჩვენი სერიოზული გამოცდა,, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ.

banner
წინა სტატიაში(video) ვერ შეძლებს ეს ჯაყო, ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს – სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? ლუზერები არავის არ უყვარს, ტრამპს უფრო მეტად არ უყვარს – მიხეილ სააკაშვილი