ობამამ WikiLeaks-ის ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩელსი მენინგს, რომელსაც WikiLeaks-სთვის საიდუმლო მასალების გადაცემის გამო 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი შეუმსუბუქა.
29 წლის ტრანსგენდერი ჩელსი მენინგი (დაბადებით ბრედლი მენინგი), ციხიდან 2045 წლის ნაცვლად 17 მაისს გამოვა.

2010 წელს უმცროსმა ლეიტენანტმა, ერაყში ჯარში ყოფნისას, WikiLeaks-ს ათასობით დიპლომატიური შეტყობინება და სამხედრო მოხსენება გადაუგზავნა, რაც აშშ-ს ისტორიაში, ინფორმაციის ყველაზე დიდი გაჟონვა იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სნოუდენს ცხოვრების უფლება გაუგრძელა
შემდეგი სტატიაგვიპტელი ფეხბურთელი აბუტრიკა ტერორისტების სიაშია შეყვანილი