ობამამ ტრამპს პროფესიულად უვარგისი უწოდა

obamatrumpobama-cr-739x428აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთის პრეზიდენტის შექების შემდეგ, უცოდინარი და უკულტურო უწოდა.
ლაოსში გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ საკმარისია ტრამპმა საუბარი დაიწყოს, რომ მისი არაკომპეტენტურობა მაშინათვე ჩანს.
“არა მგონია, რომ მას საკმარისი კვალიფიკაცია ჰქონდეს იმისათვის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გახდეს. ყოველ ჯერზე, როცა ის ლაპარაკობს, ეს აზრი უფრო და უფრო მყარდება” – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ერთი დღით ადრე რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიენტი უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე ბარაკ ობამა.

მის ამ სიტყვებს, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა “შეურაცხმყოფელი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გახდა