ობამამ ტყვეების დახოცვის გამო ბოდიში მოიხადა

obama

obama_s-jpg20150119111632აშშ-ს პერზიდენტმა ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა ორი მძევალის დაღუპვის გამო, რომლებიც ავღანეთსა და პაკისტანის საზღვარზე, 2015 წლის იანვარში სპეცოპერაციის ჩატარებისას მოხდა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მძევლები, ამერიკელი ექიმი უორენ ვაინსტაინი და საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკი იტალიელი ჯოვანი ლო პოტრო ალ-ქაიდას მძევლად წლების მანძილზე ყავდათ.
მან აღნიშნა, რომ მძევლები შემთხვევით დაიღუპნენ. ამერიელმა სამხედროებმა უპილოტებიდან დაბომბვა დაიწყეს იმ იმედით, რომ ამოღებული მიზანი ალ-ქაიდას ბაზაა და მშვიდობიანი მოსახლეობა იქ არ იმყოფება.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მომხდარის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით პატიებას ვთხოვ დაღუპულების ოჯახებს“ – განაცხადა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას.
„ეს საშინელი სიმართლეა – რომ ბრძოლის ველზე და ზოგადად, ტერორისტებთან ბრძოლაში შეცდომებს ვუშვებთ. სამწუხაროდ, შეცდომები ზოგჯერ სიკვდილით სრულდება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ოპერაციის მსვლელობისას ალ-ქაიდან ერთი ლიდერიც იქნა ლიკვიდირებული, რომელსაც აჰმედ ფარუკი ქვია, ასევე ალ-ქაიდას წევრი ადამ გაადანი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შსს: კადიროვის გამონათქვამები დაუშვებელია
შემდეგი სტატიასომხეთი 1915 წლის მასობრივი მკვლელობის მსხვერპლებს იხსენებს