ობამამ საშობაო პლეი-ლისტი გამოაქვეყნა

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ Spotify-ზე საშობაო პლეი-ლისტი გამოაქვეყნა.
სიაში სულ 14 სიმღერაა და ის ასე გამოიყურება – ფრენკ სინატრა – The First Noel, სტივ უანდერის Someday At Christmas, ქერის All I Want For Christmas Is You , Have Yourself A Merry Little Christmas ლუთერ ვანდროსის, ლიდისის Silent Night, იოლანდა ადამსის Do You Hear What I Hear და სხვა.

დეკემბრის დასაწყისში ჟურნალ People-თან ბარაკ ობამამ საყვარელი კომპოზიცია დაასახელა – ის გახდა ამერიკელი რეპერი კენდრიკ ლამარის How Much a Dollar Cost (მიმდინარე წელს ლამარმა ალბომისთვის To Pimp a Butterfly რამდენიმე “გრემი” დაიმსახურა).

banner
წინა სტატიაშიAmnesty კამერუნისგან 130 დაკავებულის შესახებ განმარტებას ითხოვს
შემდეგი სტატიაჩიკაგოში პოლიციელებმა შემთხვევით 5 შვილის დედა მოკლეს