ობამამ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის შესახებ კანონს, რომელიც უცხოურ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება. 2017 წელს აშშ-ს თავდაცვა ბიუჯეტიდან 600 მილიარდი დოლარით დაფინანსდება. სახელმწიფო დეპარატმენტის სპეციალურმა ცენტრმა უნდა “უხელმძღვანელოს, სინქრონიზება და კოორდინირება გაუწიოს ფედერალური მთავრობის ძალისხმევას, უცხოური სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოავლინოს, რომელიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს”.

2017 წელს ცენტრს 80 მილიონი გამოეყოფა, იგივე თანხით დაფინანსდება 2018 წელსაც – აღნიშნულია დოკუმენტში – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიBild-მა ანგელა მერკელის საშობაო მენიუ გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიადღესასწაულებზე ევროპაში უსაფრთხოების ზომები გაზრდლია