ობამამ “ფეისბუქზე” წამების ტრანსლაციას “ამაზრზენი” უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარალ ობამამ ჩიკაგოში შშმ პირის წამებას და დაცინვას, რომლის ტრანსლაციაც “ფეისბუქზე” მიდიოდა, “სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ამაზრზენი საქციელი” უწოდა.
პრეზდენტის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ-ში რასათა შორის ურთიერთობა გაუარესდა, თუმცა, ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში მსგავს დანაშაულებებზე უფრო ხშირად ისმის.
გუშინ ჩიკაგოს საგამოძიებო ორგანოებმა ოთხ ახალგაზრდას, ორ მამაკაცს და ორ ქალს, შშმ პირის გატაცებაში, სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდო ბრალი.
ისინი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგებიან.

როგორც სამართალდამცველები ავრცელებენ, მძევალზე დაცინვისა და წამების კადრების პირდაპირი ტრანსლირება ხდებოდა, ამასთანავე, დამნაშავეები პერიოდულად ყვიროდნენ რასისტულ ფრაზებს.
დაზარალებული 18 წლისაა. ის ერთ-ერთ ბოროტმოქმედს სკოლიდან იცნობდა. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი ტრამპს: “გაიზარდე, დონალდ, გაიზარდე, დროა უკვე”
შემდეგი სტატიადევიდ ბოუიმ მომაკვდინებელი დიაგნოზის შესახებ გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გაიგო