ობამამ კანონს, საუდის არაბეთზე სასამართლოში საჩივრის შეტანის თაობაზე ვეტო დაადო

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ, 23 სექტემბერს ვეტო დაადო კანონპროექტს, რომლიც 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს უფლებას აძლევს საუდის არაბეთის სასამართლოში უჩივლონ – დღეს Reuters-ი ავრცელებს.
ობამამ საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა იმითი, რომ კანონი აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს.
პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი კანონი ძალაში შევა, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში უჩივლონ დიპლომატებს, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებს ან ამერიკულ კომპანიებს უცხოური ორგანიზაციების მოქმედებების გამო, რომლებიც ვაშინგტონის მხარდაჭერით სარგებლობენ.
კანონპროექტი წარმომადგენლობითმა პალატამ და სენატმა მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად საჭიროა კონგრესის ყველა პალატის წევრების ხმების ორი მესამედი.
ობამამ კანონპროექტს ვეტო მას შემდეგ დაადო, რაც საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მისი მიღების შემთხვევაში ერ-რიადი აშშ-დან საკუთარ აქტივებს გაიტანს, რაც 750 მილიარდ დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისავაჭრო-სამრეწველო პალატის მემორანდუმი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : “ოცნება” საავადმყოფოების გლობალურ ბიუჯეტზე გადაყვანას გეგმავს