ობამამ კანონმდებლობიდან ამოიღო სიტყვები negro და oriental-ი

ობამამ კანონმდებლობიდან ამოიღო სიტყვები negro და oriental-ი

6აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ფედერალური კანონმდებლობიდან ამოღებულია სიტყვები negro (ზანგი) და oriental (აღმოსავლეთელი) – ABC News-ი ავრცელებს.
კანონპროექტი წარმოადგინა დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-იორკის შტატიდან გრეის მენგმა. დოკუმენტის მიზანია “იმ ტერმინოლოგიის განახლება, რომელიც უმცირესობებს ეხება”.
“ტერმინ oriental-ს ფედერალურ კანონმდებლობაში ადგილი არა აქვს. ბოლობოლო, ეს შეურაცხმყოფელი და მოძველებული განსაზღვრება წარსულს უნდა ჩაბარდეს” – განაცხადა კონგრესმენმა კანონზე ხელის მოწერის შემდეგ. მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტს მადლობას უხდის იმის გამო, რომ მან ეს გააკეთა.
2014 წლის შემოდგომით, აშშ-ს სამხედრო წესდებაში ძალაში შევიდა შესწორება, რომლის თანახმადაც, სიტყვა negro-ს ხმარება ოფიციალურად დაუშვეს აფროამერიკელებთან მიმართებაში, რომლებიც აშშ-ს სამხედრო ძალებში გადიან სამსახურს. როგორც სამხედრო სტრუქტურის წარმმადგენელმა მაშინ განმარტა, სიტყვა დააკანონეს, რადგანაც აფროამერკელები ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას თვითონ ხმარობენ ამ სიტყვას.

banner
წინა სტატიაშიგამოქვეყნდა ეგვიპტური Airbus-ის ეკიპაჟის დისპეჩერთან დიალოგი
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: “კიდევ ერთხელ მრცხვენია რომ ქართველი ვარ”