ობამამ ჰიპოთეთიკურ მესამე ვადის არჩევაზე უარი განაცხადა

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერიააშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეარხ CBS News-თან საუბარში ჰიპოთეთიკურ მესამე ვადის არჩევნებზე შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, თანამდებობაზე დიდი ხნით ყოფნა უარყოფითად აისახება როგორც სამუშაოზე, ასევე პირად ცხოვრებაზე – ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” წერს.
“მე არ ვიყრიდი კენჭს მესამე ვადით, რომც შემეძლოს”- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაური მუდმივად უნდა იცვლებოდეს და თეთრ სახლში ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, რომლებიც ენერგიით და იდეებით იქნებიან სავსე.

ჯერჯერობით უცნობია სად დაიწყებს მუშაობას ბარაკ ობამა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგურიაში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ მიაღწია
შემდეგი სტატიასამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ენერგომომარაგება სრულად აღუდგა