ობამამ გლობალურ ატომურ ტერორიზმზე ისაუბრა

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

მსოფლიო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ატომური იარაღის ექსტრემისტების ხელში შესაძლო ჩავარდნაა – განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ატომური უსაფრთხოების სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
მისი თქმით, საერტაშორისო თანამეგობრობამ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს ატომური ტერორიზმის წინააღმდეგ სანამ არც ერთ დაჯგუფებას არა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი, რადგანაც, ალბათობა იმისი, რომ ეს მოხდება, არსებობს.
„ეჭვგარეშეა, რომ თუკი შეშლილები ოდესმე მიიღებენ ატომურ იარაღს ან ატომურ მასალებს, ისინი შეეცდებიან იმდენი ხალხი მოკლან, რამდენიც შეიძლება“ – განაცხადა ობამამ და დაამატა, რომ მათ საგრძნობლად შეამცირეს ატომური ტერორიზმის რისკი.

banner
წინა სტატიაშირომის პაპის ერთი მანქანა 300 ათას დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაოლივერ სტოუნმა კლინტონს კორუფციაში დასდო ბრალი