ობამამ ერდოღანს მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს

ობამამ ერდოღანს მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს

ობამამ ერდოღანს მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოსაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ერდორანთან სატელფონო საუბარში თურქ კოლეგას მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს – ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

“პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ ერდორანს მოუწოდა დამატებითი ზომები მიიღოს კონფლიქტის დეესკალაციისთვის ირანთან დაკავშირებით, მათ შორის, ჯარები უნდა გამოიყვანოს ტერიტორიიდან, ასევე მან თურქეთის სუვერენიტეტისა და ერაყის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა გამოხატა” – ნათქვამია განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ აშშ, თურქეთი და ერაყი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ დაძაბულობა განიმუხტოს და საკუთარ სამხედრო ძალებს კოორდინირება გაუწიონ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინაარმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს თურქეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები ერაყის ტერიტორიაზე ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე შეიყვანა. ერაყი თურქეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა