ობამამ და ერდოღანმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დეტალები განიხილეს

თეთრმა სახლმა ერდოღანთან არაფორმალური შეხვედრის ანონსი გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ატომური უსაფრთხოების სამიტის მსვლელობისას კულუარებში შეხვდა თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ერდორანს – ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
ორი ქვეყნის ლიდერმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დეტალები განიხილეს. ობამამ გუშინ თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მონხდარი ტერაქტის გამო მწუხერაბა გამოთქვა და აშშ-ს მხარდაჭერა გამოუთქვა თურქეთს უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში.
შეხვედრამდე, The Financial Times-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა ბრუკინგსკის ინსტიტუტში, სადაც ერდორანი სიტყვით გამოდიოდა. პრეზიდენტის დაცვამ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. თვითმხილველების და ჟურნალისტების თქმით, დაცვამ ჟურნალისტებს უხეშად მიმართა, ასევე, შეეცადნენ დარბაზიდან გამოეყვანათ მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ინსტიტუტის თანამშრომლების და პოლიციის ჩარევით დასრულდა.
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბენ როდსმა განაცხადა, რომ მან არ იცის მომხდარის დეტალების შესახებ, მაგრამ ამერიკის მთავრობა „პატივს სცემს და მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“.

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ყოფილი ცოლი ეგვიპტეში გადასვლას ცდილობდა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რაკეტები გაუშვა