ობამამ ამერიკელებს წერილით მიმართა

თავის წერილში, რომელშიც ის ამერიკელ ხალხს მიმართავს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ მის პერიოდში ქვეყანაში გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რომელიც არათანაბარი მდგომარეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, მისმა მთავრობამ ამერიკაში ახალი ფუნდამენტი შექმნა. “ახლა, როცა ღილაკის (ატომური ბომბის) გადაცემას ვაპირებ და გავხდები ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, მე სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენ ამერიკისთვის ახალი ფუნდამენტი შევქმენით” – ნათქვამია წერილში. განცხადება დონალდ ტრამპის მოწოდების ფონზე გავრცელდა, სადაც ტრამპი ობამას 70-მდე განკარგულების გაუქმების პირობას დებს.

წერილში პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს იარაღის გაყიდვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას. “ჩვენ არ შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ ძალადობა, რომელიც იარაღით ხდება, ქვეყანაში ეპიდემიასავით ვრცელდება” – წერს ობამა და სტატისტიკა მოყავს, რომ ამერიკაში უკანასკნელ ათწლედში ცეცხლსასროლი იარაღით 100 ათასი ადამიანია მოკლული, მილიონობით კი, ქურდობის, ძალადობის და სხვა დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სამსახურეობრივ მოვალეობას 20 იანვრიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშილარი მკვეთრად გაუფასურდა
შემდეგი სტატიაბუკინგემის სასახლის დაცვამ ელისაბედ დედოფალს კინაღამ ესროლა