ობამა ტრამპის თეთრ სახლში მისაღებად ემზადება

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება პროტესტის ფონზე, რომელსაც ჰილარი კლინტონის მომხრეები ატარებენ. გუშინ ობამამ რესპუბლიკელ ტრამპს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დაპირდა.
ტრამპის და ობამას შეხვედრა დღეს გრინვიჩის დროით 16.00 საათზეა დანიშნული. მილიარდელს თან ეხლება მეუღლე მელანია ტრამპი, რომელიც მიშელ ობამას შეხვდება.
ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტონის მისამართით ეწეოდა აგიტაციას, თუმცა გუშინ მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რესპუბლიკელი ტრამპისათვის ხელისუფლების გადაცემა სრულად უზრუნველყოს.
ჰილარი კლინტონმა გუშინ, დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელებმა ტრამპს “შანსი უნდა მისცენ” და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნის წარმატებული პრეზიდენტი გახდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკელები ახალ ზელანდიაში ემიგრაციით მასობრივად დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა წინასწარი გამოკითხვების შეცდომები აღიარა