ობამა: შემეძლო 2016 წლის არჩევნების მოგება

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ მას რომ კიდევ ერთხელ ეძლებოდა ბალოტირება, ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა – CNN-ი ავრცელებს.
“დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ რომ შემძლებოდა ბალოტირება, ამერიკელების მობილიზებას მოვახდენდი. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ, მათ შორის მათთან, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, ვიცი, რომ ისინი იმ მიმართულებას დაუჭერდნენ მხარს, როგორც მივდივართ” – თქვა ობამამ.
მან განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კაპმანიის პირველ ეტაპზე დემოკრატებმა მოსახლეობის ბევრი ფენა უგულებელყვეს, რამაც ტრამპის გამარჯვება მოიტანა.
“ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები და ტრამპის გამარჯვება ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა” – თქვა ობამა.

banner
წინა სტატიაშიაშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი რუსული Ту-154-ს ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამენ
შემდეგი სტატიაბოევიკებმა განაცხადეს, რომ სავჩენკოს ორ ტყვე ქალს გადასცემენ