ობამა: რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეა

ობამა: რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეა

ობამა: რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეააშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინტს სირიაში არ ეჯიბრება – ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო” წერს. დღეს კალიფორნიაში გამართულ პერსკონფერენციაზე, ობამამ რუსულ არმიას “მსოფლოში სიძლიერით მეორე” უწოდა.
“საკითხი ასე დგას: როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ რეგიონის წამება და დესტაბილიზაცია, მასობრივი მიგრაცია, ძალადობა, სკოლების, საავადმყოფოების, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვები, შევაჩეროთ ტერორისტები” – განაცხადა ობამამ. მისი თქმით, სირიის კრიზისის დარეგულირება საშუალებას მისცემთ, “უფრო ეფექტურად მოხდეს კოორდინირება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან” იმისათვის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ეფექტურად იბრძოლონ.
ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსებს მსოფლიოში უძლიერესი არმია ყავთ, რომელსაც სირიის ოპოზიცია წინ ვერ აღუდგება. “მაგრამ ეს სირიის სტაბილიზაციის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამის მიღწევის ერთადერთი საშუალება პოლიტიკური ტრანსფორმაციის მიღწევაა” – დაამატა ობამამ, რომლის აზრითაც, მოსკოვმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ საბოლოოდ მისი მოკავშირე სრულიად გაპარტახებული ქვეყანა იქნება.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში რუსული ვეტმფრენი დაცხრილეს
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს