ობამა პუტინზე: “ის არც ისეთი სულელია”

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, თვლის თუ არა ის თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, სულელად.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ აშშ-ს თანაბარი პარტნიორი იყოს, რადგანაც “ის არც ისეთი სულელია”. ობამამ ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის ეკონომიკა უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მუდმივად მცირდება.
“მას ესმის, რომ მსოფლიოში რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეირყა. თუნდაც ყირიმის და ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მას თამაშში ვერ დააბრუნებს” – განაცხადა ობამამ ამერიკულ Atlantic-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ობამას და პუტინის ყველა შეხვედრა მხოლოდ საქმიანი იყო, თვითონ რუსეთის პრეზიდენტი კი, ხაზგასმულად ზრდილობიანი და უკიდურესად გულწრფელი. “არასდროს დამჭირვებია მასთან ორი საათი ლოდინი, როგორც სხვებთან – აღნიშნა ობამამ.

ინტერვიუში მან ასევე მინიშნება გააკეთა, რომ აშშ უკრაინის გამო ფართომასშტაბურ ომს ვერ დაიწყებს, რომელსაც, ვაშინგტონის პოზიციის მიუხედავად, ყოველთვის დაემუქრება რუსული აგრესია.
ობამას თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა 2014 წლის ყირმის მოვლენების შემდეგ გაფუჭდა, რომლის საპასუხოდაც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა, თავდაპირველად, რუს ჩინოვნიკებს, შემდეგ კი რუსეთის ეკონომიკურ სექტორს სანქციები დაუწესეს.
ორი ქვეყნის სამომავლო გაციების მიზანი დონბასის კონფლიქტია, სადაც მოსკოვი, მინიმუმ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს – განაცხადა ბარაკ ობამამ, “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშითუკი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობს, უნდა გაუქმდეს
შემდეგი სტატიამოსკოვს ევროპაში აშშ-ს ატომური არსენალის გაზრდის მცდელობაში შეაქვს ეჭვი