ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ხიროსიმა მოინახულა

ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ხიროსიმა მოინახულა

56პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იაპონიის ქალაქი ხიროსიმა მოინახულა, სადაც ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური იარაღი ჩამოაგდო.
ობამა აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ხიროსიმა მოინახულა. მან იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სინძიო აბესთან ერთად ხიროსიმას მშვიდობის მემორიალური პარკი მოინახულა და ატომური დარტყმის შედეგად მსხვერპლთა ძეგლი ყვავილებით შეამკო.

“71 წლის წინ სიკვდილი ჩამოვარდა ციდან და ამან მსოფლიო შეცვალა” – განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა დაამატა, რომ მსოფლიომ უნდა იპოვოს იმის საშუალებები, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. ის ასევე რამდენიმე იაპონელს შეხვდა, რომლებმაც ეს შეტევა გადაიტანეს.

1945 წელს ხიროსიმაზე ატომური ბომბი აშშ-ს პრეზიდენტის ჰარი ტრუმანის ბრძანებით ჩამოაგდეს. შედეგად 140 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.რამდენიმე დღის შემდეგ იგივე განმეორდა ნაგასაკიზე, სადაც 74 ათასი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი სასურსათო ემბარგოს 2017 წლამდე გააგრძელებს
შემდეგი სტატიააფრიკაში თეთრკანიანებს კანონის ძალით ჩამოართმევენ მიწებს