NYT: Egypt Air -ის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა

ეგვიპტელმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნას იძიებენ, The New York Times-ს აცნობეს, რომ Egypt Air-ის ლაინერი ჰაერში აფეთქდა. მიზეზი ისევ დაუდგენელია.
Egypt Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ხანძრის გამო ჰაერში აფეთქდა – ამის შესახებ The New York Times-ი დღეს წერს. ბორტზე გაჩენილი ცეცხლის მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
ადრე გავრცელდა, რომ “შავ ყუთში” ისმის, თუ როგორ ამბობს ერთი პილოტი სიტყვას “ხანძარი”. ამასთანავე, გამოძიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სრულიად გამორიცხავენ იმას, რომ პილოტმა განზრახ მიმართა თვითმფრინავი წყლისკენ.

შეგახსენებთ, რომ Egypt Air-ის თვითმფრინავმა A320 კატასტროფა 19 მაისს, პარიზიდან ქაიროს რეისის შესრულებისას განიცადა. ბორტზე 12 ქვეყნის 66 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვებიც.

banner
წინა სტატიაში“ბრავო” ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიათურქეთმა 2000-ზე მეტი ორგანიზაცია დახურა