ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს – გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი,- ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმცირესობის წევრს სერგო რატიანს, რომელმაც გოგა ონიანს პოლიტპატიმარი უწოდა.

“ბატონო სერგო ძალიან გიმეცადინიათ. ამ გამოსვლისთვის ბევრი შრომა ჩაგიდიათ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოდის. რადგან, რასაც ამბობთ, სიმართლე არ არის. ახლა გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. ასე რომ, ალბათ ჯობია სიმართლისკენ მაინც მოვიხედოთ. რეალობას ყური უფრო დავუგდოთ”, – მიმართა ქანთარიამ რატიანს.

banner
წინა სტატიაში“იზეიმა სიმართლემ” – კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერის მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება
შემდეგი სტატიაგაერო – 2017 წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება 87 %-ით გაიზარდა