ნუკრი ქანთარია : საკმარისი ხალხია იმისთვის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტო დაიძლიოს

აპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ქანთარიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკმარისი ხალხია იმისათვის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

„საკმარისი ხალხია იმისთვის, რომ ვეტო იქნეს დაძლეული. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ალბათ კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეც.

მე მქონდა განსხვავებული პოზიცია, ვფიქრობ, გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს შეღავათები, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ სხვა სიმაღლეზე ავიდოდნენ. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით ჩვენც შეგვეძლო კანონში შეგვეტანა ასეთი ცვლილება, ამას არ დაუჭირეს მხარი, ამიტომ მეც ბუნებრივია ვარ ჩემს პოზიციაზე,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება
შემდეგი სტატიარომან კაკულია : „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, მაგრამ კანონპროექტს ხმას არ მივცემ