ნუკრი ქანთარია: სააკაშვილი ცოლს დააყენებს კანდიდატად, საყვარელს, თუ ნათესავს, მაინც არაფერი უშველის

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

მიხეილ სააკაშვილი ცოლს დააყენებს დეპუტატობის კანდიდატად, საყვარელს, თუ ნათესავს, მაინც არაფერი არ უშველის,- ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძარაობიდან” დეპუტატობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ოდესიდან მართავს პარტიებს, თუ ბლოკებს, მაგრამ გარწმუნებთ, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით გავა არჩევნებში, ზუგდიდშიც და მთელს საქართველოში”,-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე ოლქში დაინიშნოს მეორე ტური.

„ამის ალბათობა არსებობს, რადგან არავინ ეცდება გაყალბებას, ერთი ხმითაც კი“,-აღნიშნა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “პარტიაში ნახევარზე მეტი “ნაციონალები” არიან “- ნანა ყეინიშვილმა “ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში გაკვეთილები სჭირდება