ნუკრი ქანთარია: ეს არის “ქართული ოცნების” მტრების მიერ გაკეთებული

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეჭვობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მტრების მიერ განხორციელდა.

ამის შესახებ განცხადება ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა შეშფოთება გამოვხატო გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ დაიცხრილა ოფისიო. ეს არის აღმაშფოთებელი. საეჭვოდ ემთხვევა გუშინ რეზოლუციის განხილვის დღეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კაკო ბობოხიძემ დაავალა ვინმეს, მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” მტრების მიერ გაკეთებული. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა პირადი მიზნები ამოძრავებდეს, ამ ხალხის აღკვეთა აუცილებლად უნდა მოხდეს”, – განაცხადა ქანთარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი გუშინ, გვიან ღამით დაცხრილეს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ჩვენ კი ვიცით, როგორ დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმები უსისხლოდ და მშვიდობიანი პროტესტით
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ