ნუკრი ქანთარია – ცვლილებების დრო დგება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 15:28

ნუკრი ქანთარია – ცვლილებების დრო დგება

პროცესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ცვლილებების დრო დგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ქანთარიას თქმით, მან არ იცის, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილება თუ არა.

„ვერაფერს გეტყვით, ყურში არავის უჩურჩულებია ჩემთვის, არც პირადად არ უთქვამს, დღეს არის სხდომა და ვნახოთ, რა საკითხზე იქნება. უმრავლესობაში შიგადაშიგ ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და დღეს ერთ-ერთი შეხვედრაა. საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ. ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 15:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics