ნუგზარ წიკლაური: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ერთ პიროვნებაზე, გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, სრულიად ცხადია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არ არის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის და არ არის ზოგადად დემოკრატიული პრინციპებისთვის შესაბამისი.

„ცხადია, რომ ეს არის ერთ პიროვნებაზე მორგებული ცვლილება. დიდი ალბათობით ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. მმართველი კოალიცია ვარაუდობს, რომ კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ არ დაკარგა ბენეფიტები, რაც მას ჰქონდა, რადგან ის შედარებით ახალი ფიგურაა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ფიქრობენ, რომ ის ერთის მხრივ იქნება პრემიერ-მინისტრი, ხოლო მეორეს მხრივ გააძლიერებს საარჩევნო სიას“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისი აზრით, ქვეყანაში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, რომ ასეთი ტიპის კოსმეტიკური და თავის თავზე მორგებული ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის, რადგან ოცნებამ ის ნდობა დაკარგა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას წლების განმავლობაში ჰქონდა. „ასეთი ცვლილებები არის წყალწაღებულის მხრიდან ხავსზე მოჭიდების მცდელობ. ვერც კვირიკაშვილი და ვერც სხვა ვინმე „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაარჩენს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ტელეფონით აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა
შემდეგი სტატია“მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი სავარაუდოდ ზურაბ ნაყეური გახდება