ნუგზარ წიკლაური: არ მსურს პარლამენტში მონაწილეობა მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, მანამდე არ სურს პარლამენში მონაწილეობის მიღება, სანამ მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება.

აღნიშნული განცხადება, ნუგზარ წიკლაურმა, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“იქ იყვნენ ბანდიტური ფორმირებების წევრები, შეიარაღებულები, რომლებიც თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთა სურვილი საკუთარი აზრის გამოხატვა იყო. მე არ მსურს ამ პარლამენტში მონაწილეობა მანამ, სანამ არ აღდგება სამართლიანობა და ეს ადამიანები არ იქნებიან დაკავებულები. იმ შეურაცხყოფილ და დამცირებულ ხალხთან ერთად, რომელიც თქვენ სცემეთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა საქართველოში სამართლიანობა აღდგეს”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო უკრაინაში გაფრინდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა