“ნუ მომკლავ” – სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს

“ნუ მომკლავ” – სამართალდამცავებმა ბანერი პარლამენტის შენობიდან წაიღეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა ბანერი პარლამენტის შიდა ეზოში შეიტანეს და არ იციან დაუბრუნებენ თუ არა უკან.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილზე განთავსებული კარვები პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. პოლიციის თანამშრომლებმა კარვები ინვენტარისგანაც გაათავისუფლეს, გასაშლელი საწოლები ყვითელ ავტობუსში აიტანეს.

ამ დროისთვის კარვებში აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და ის სრულად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.

banner
წინა სტატიაშივითხოვ, კონკრეტულად დასახელდეს რომელი ფრაზა იყო ის, რომელიც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი – ბესელია სარალიძეს განმარტებას სთხოვს
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქალაქო სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის მასალები გადაუგზავნა