,,ნუ დაგვჩაგრავთ. გლეხი ხალხი ვართ… შოკში ვართ ყველა“ – მოკლული დედა-შვილის ოჯახის შსს-ს მიმართავს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ეს წუთია გარდაცვლილი დედა-შვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მიასვენეს.

„გურიის მოამბესთან“ პირველ კომენტარს აკეთებს გარდაცვლილი, 35 წლის ქალბატონის ბიძა, გენო ბერაძე. „მივმართავ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრს ნუ დაგვჩაგრავთ გლეხი ხალხი ვართ და ბოლომდე გამოიძიეთ ეს საქმე“. ის კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ამ საქმეში ყოფილი მეუღლე ფიგურირებდა: „ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს იყო ჩემი ძმიშვილს პირველი ქორწინება. შოკში ვართ ამ უბედურებით. პატარა ბავშვი საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ჩოჩნხი ჩამოვიტანეთ. არანაირი პრობლემა მას და მეუღლეს შორის არ ყოფილა. არ შემიძლია რაიმე ვერსიაზე ვისაუბრო შოკირებული ვართ ყველა.“

როგორც ოჯახის ახლობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ბავშვი საკუთარ საწოლში დამწვარი იპოვეს. დედას კი ცივი იარაღით მრავობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ამბობენ იმასაც, რომ გამორიცხულია მომხდარში მისი მეუღლის კავშირზე საუბარი:’ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ”-გვითხრეს ახლობლებმა.

ფონიჭალაში გუშინ საზარელი მკვლელობა მოხდა.35 წლამდე ქალბატონი სამზარეულოში გარდაცვლილი იპოვეს მცირეწლოვანი კი საძინებელ ოთახში დამწვარი იყო. შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილი გარდაცვლილები ბინაში ნახეს. გავრცელდა ვერსია, რომ ისინი ბინაში ძარცვის მიზნით მოკლეს, თუმცა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფული და ძვირფასეულობა სამართალდამცველებს ბინაში დახვდათ, შესაბამისად ვერსია დიდი ალბათობით გამოირიცხა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება. გასულ ღამეს პოლიციში იკითხებოდა გარდაცვლილის მეუღლე, თუმცა ცნობილია, რომ ის არც ეჭვმიტანილი და არც ბრალდებულია. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბინა ამჟამად დალუქულია.

banner
წინა სტატიაშიჩაქვში ქუჩური გარჩევისას 40 წლის მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაMars-მა გერმანიის ბაზრიდან შოკოლადები გაიწვია