,,ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”-კაკაურიძე ოპოზიციას მიმართავს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მოლოდინს შეგნებულად ზრდის.

კაკაურიძე ოპოზიციას მიმართავს, ნუ აჩენენ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ.

“შეგნებულად ზრდიან იმის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება. რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა
შემდეგი სტატია“მარიტას სახელობის ბაღი გავაშენოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..” – მამა პეტრეს ინიციატივა