NTV PLUS-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 15:32

NTV PLUS-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე NTV Plus-ის შემოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია ორი წლის წინ გაიარა (2016 წლის 12 სექტემბერს). კომისიის ცნობით, შესაბამისად მას მიღებული აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბაზარზე ოპერირების დასაწყებად ეს საკმარისი აღარ არის.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აცხადებს, 2016 წლის შემდეგ ავტორიზაციის გავლის პროცედურა შეიცვალა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ იმისთვის რომ უცხოური კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს და ოპერირება დაიწყოს, მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ამის დამადასტურებელი მოწმობა კი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უნდა წარადგინოს.

ასეთი დოკუმენტი კი NTV Plus-ს ჯერ არ წარუდგენია კომისიაში.

“კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია შპს „VOXBONE“-ს, რომელსაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია უკვე მიმართა წერილობით და მოთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტორიზაცია შეუჩერდება. კომუნიკაციების კომისია „ნტვ+“ს ისევე, როგორც შპს „VOXBONE“-ს, მიმართავს წერილით რომ კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში „ნტვ+“-საც შეუჩერდება ავტორიზაცია”, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 15:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics