ნოვოსიბირკსში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა

რუსეთში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველო ავრცელებს. ინციდენტი ნოვოსიბირსკში 24 სექტემბერს მოხდა.

გამოძიებს მონაცემებით, მოზარდი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ის აივნის მოაჯირზე გარე მხრიდან ჩამოეკიდა, რის შემდეგაც აივანზე ამოსვლა სცადა, თუმცა თავი ვერ შეიკავა და ჩავარდა.

ახალგაზრდა შენობის წინ მდგარ ავტომბილზე დაეცა. მან მრავალი ტრავმა მიიღო, თუმცა ცოცხალი გადარჩა. მოზარდი ჰოსპიტალიზებულია, ის გონზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი ინციდენტის მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვშიც მოხდა. მაშინ ექვსი წლის ბავშვი მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავრადა. პატარამ ტრავმები მიიღო, თუმცა გადარჩა.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში მამაკაცი სასტიკად აწამეს
შემდეგი სტატიაივანიშვილი : კირვალიძე მირეკავდა ბიზნესფორუმიდან, რა ვუთხრა ამ ბიზნესმენებსო ,,რა დღეში ჩაყარა სეთურმაო” შოკირებული იყო