ნორვეგიის ყოფილი პრემიერი აშშ-ში პოტენციურ ტერორისტად მიიჩნიეს

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელ მაგნე ბუნევიკი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, ვაშინგრონის დალესის სახელობის აეროპორტში დააკავეს – ABC 7-ი ავრცელებს. დაკავების მიზეზი გახდა პასპორტში არსებული ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ის 2014 წელს ირანში იმყოფებოდა.

“ცხადია, მესმის ის ზომები, რაც ტერორისტების ქვეყანაში შესაძლო შესვლის გამოა მიღებული, თუმცაღა, საკმარისი იყო ჩემი პასპორტის ნახვა, სადაც წერია, რომ მე პრემიერ-მინისტრი ვიყავი” – თქვა პოლიტიკოსმა.
ტელევიზიის ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა 40 წუთი დაჰყო ოთახში, სადაც აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაკავებულები ყავდათ გაჩერებული, 20 წუთი კი მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. რაც შეეხება ბუნევიკის ირანში ყოფნას, ის ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიდამასკოში რუსეთის საელჩო ისევ დაცხრილეს
შემდეგი სტატიათურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციებში სდებს ბრალს