ნორვეგიაში ოთხი მიგრანტი ნაცნობის გაუპატიურებაშია ბრალდებული

ნორვეგიაში ოთხი მიგრანტი ნაცნობის გაუპატიურებაშია ბრალდებული

ნორვეგიაში ოთხ მიგრანტს ბრალად 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურება წაუყენეს. შემთხვევა ნორვეგიის სამხრეთით, მიგრანტების ბანაკში მოხდა. დამნაშავეებმა მამაკაცს მძიმე ჭრილობები მიაყენეს – ადგილობრივი მედია წერს.
გამოძიების მონაცემებით, ოთხი მიგრანტი და მათი მსხვერპლი ერთმანეთს ნორვაგიამდე იცნობდნენ. “ჩვენ გვაქვს თავდასხმის ვიდეო, რომელიც ბრალდებულებმა თვითონ ჩაიწერეს” – განაცხადა პოლიციამ.
მომხდარის შედეგად დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: უკრაინაში ოლიგარქიული გადატრიალება-რევანში მოხდა
შემდეგი სტატიალონდონის მერის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოწოდების შემდეგ ფუნტი დაეცა