ნორვეგიაში მამაკაცის უნიტაზიდან ამოსაყვანად მეხანძრეები გამოიძახეს

61ნორვეგიაში მეხანძრეებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც უნიტაზში გაიჭედა.
20 წლის კატო ბერნსტენ ლარსენი უნიტაზის ხვრელში მეგობრის ტელეფონის ამოსატანად ჩაძვრა, რომელიც მეგობარს შემთხვევით ჩაუვარდა.
საზოგადოებრივი ტუალეტი კანალიზაციასთან არ იყო შეერთებული. უნიტაზის ქვეშ დიდი სპეციალური ქვაბი დევს, რომელსაც თვეში ერთხელ წმენდავენ.

ახალგაზრდა უნიტაზში იმიტომ ჩაძვრა, რომ ის უფრო გამხდარი აღმოჩნდა, ვიდრე მისი მეგობარი, რომელსაც ტელეფონი ჩაუვარდა, ამასთანავე, მეგობარს დახურული სივრცის ავადმყოფობა აქვს.
“ეს ყველაზე უარესი იყო, რაც მომივიდა ცხოვრებაში” – განუცხადა ახალგაზრდამ ჟურნალისტებს.
საამშველო სამუშაოების დროს უნიტაზის გატეხვამ მოუწიათ. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ანტიბიოტიკები მისცეს შესაძლო დაავადების თავიდან აცილების მიზნით.
მობილური საბოლოოდ მაინც ვერ იპოვეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიის ნავთობქარხანაში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: დედაქალაქს ჰყავს უპასუხისმგებლო კორუმპირებული დამნაშავე მერი